შსს-მ მესტიაში მამაკაცის სასიკვდილოდ ცემაში ბრალდებული ძმები დააკავა

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მამაკაცის ცემის ფაქტზე, რომელიც მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა, პოლიციამ ორი ძმა დააკავა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები