დიდუბეში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

დიდუბეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები