საგამოძიებო სამსახურმა 40 ათასამდე ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ბრალდებულის სახით,  ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში – 14 700 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  39 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის და დამნაშავე პირების მხილების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  აქტიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები