შსს – ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაში ქართული მხარეც ჩართულია

ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომელიც დღეს დილით დაიწყო, ქართული მხარეც არის ჩართული, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის და დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 16 პირი დააკავეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მადრიდსა და კატალონიის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა მისამართებზე პოლიცია ჩხრეკას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები