ვანო მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, მის მიერ დაქირავებული ადვოკატები, გიორგი ჩივიაშვილი და ბექა ბასილაია აღარ დაიცავენ.
შესაბამისი განცხადება მერაბიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე გააკეთეს.
მათი განმარტებით, მერაბიშვილმა, თავად მოითხოვა მათი აცილება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მერაბიშვილი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
ვანო მერაბიშვილის ინტერესებს მომავალი პროცესიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები