ესპანური მედია: სამართალდამცველებმა „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ მადრიდსა და კატალონიაში სპეცოპერაცია დაიწყეს
ესპანეთში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ მადრიდსა და კატალონიაში სპეცოპერაცია დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დაკავებულების შესახებ წერს.
მათივე ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ, ფულის გათეთრებას ეხება, სამართალდამცველებმა ბარსელონასა და მადრიდში რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მაფიის ლიდერის მეუღლეა.