კახა კალაძე “ხეების მოასფალტების” თემას შეეხო და კომპანიები გააფრთხილა (ვიდეო)

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სამუშაოების არასწორად წარმოებაში, დედაქალაქის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ.
“ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელზეც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამწუხაროდ, არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა.
თუ შეცდომა მოუვიდა, მაშინ ეს სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, რაღაც ახალია. მინდა კეთილმოწყობის ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რათა შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს ხდება შემდგომ ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები