სააპელაციო სასამართლომ საედი დუდაევის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩზე განხორცილებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, ბრალდებულ საედი დუდაევის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო სარჩელი, რომლითაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
როგორც „კვირას“ სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლემ ადვოკატ იმედა ქარქაშიძის სარჩელი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ.
როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლომ დუდაევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები