მამუკა ბახტაძე ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს შეხვდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს, აბას ახუნდის შეხვდა.

შეხვედრაზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივა და აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხები განიხილეს. შეხვედრას სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები