დიმიტრი ქუმსიშვილი: “აბრეშუმის გზა” არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “აბრეშუმის გზა” არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის “აბრეშუმის გზის” ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, – სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები