მიხეილ ჯანელიძე: მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შედეგია ის, რომ დღეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე იყო დაგეგმილი

4-პუნქტიანი გეგმის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეფასებული, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს კარგად არის გამოხატული იმ სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც, რომელიც მზარდია, ასევე, ხაზგასმული და აღნიშნულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ.

”ფორუმის გახსნით სიტყვაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ის არის ნამდვილად საამაყო და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო დღეს მოიაზრება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერად ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები