„ერთი კითხვა დამრჩა უპასუხოდ – ჩვენ შემოგვეპარა ან შემოვაპარეთ ჩატაევი და მისი რაზმი, მაგრამ თურქებს როგორღა გამოეპარათ?!“

ჟურნალისტი ნატო ონიანი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს დღეები სულ იმ სპეცოპერაციაზე ვფიქრობ. უამრავი კომენტარი წავიკითხე, საინტერესოც და უინტერესოც. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემს სამშობლოში ხალხი მასობრივად უყურებს დეტექტივებს, ფილმებს ტერორისტებზე და საერთოდ, ყველამ ყველაფერი იცის. ერთი კითხვა დამრჩა უპასუხოდ – ჩვენ შემოგვეპარა ან შემოვაპარეთ ჩატაევი და მისი რაზმი, მაგრამ თურქებს როგორღა გამოეპარათ ადამიანი, რომელსაც ტერორიზმისთვის ეძებდნენ?”- წერს ნატო ონიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები