თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის” ცნობით ელექტრომომარაგებაელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, დროებით შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ხოლო ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიბაანის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის და მუხრანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისანში, 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გუდარეხის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ამასთანავე, 13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება შევარდენიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები