საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი : გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცსამსახურები მოქმედებდნენ ეფექტიანად

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ქართველი სპეცსამსახურები  მოქმედებდნენ ეფექტიანად,- აღნიშნული შეფასება საქართველოში საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა პასკალ მენიემ გააკეთა.

მისი განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ტირორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს.

“ყველასთვის შოკი იყო ის, რაც გასულ კვირას მოხდა. მე ბათუმში ვიმყოფებოდი, სადაც ფრანგულ ფრეკადას დავხვიდთ და მომხდარის შესახებ სააგენტოებიდან და ტელევიზიებიდან შევიტყვე. ქართველი სპეცსამსახურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, იმუშავა დაზვერვამ ტერორისტების ლოკალიზების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ტერორისტებს ბევრი იარაღი ჰქონდათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის რომ ისინი აღმოაჩინეს და ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა, ზოგი კი დააკავეს. იცით, რომ საფრანგეთი ბევრჯერ გახდა ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი. ვუცხადებ საქართველოს სოლიდარობას”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები