სოფო კილაძე კრისტიან ურსეს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, მიმდინარე საკითხებთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს ჩართულობა  სხვადასხვა პროექტში, რომელსაც კომიტეტი ახორციელებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად დავხვეწოთ ბავშვის კოდექსი, სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმის საკანონმდებლო ჩარჩო. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროპის საბჭოს კომპეტენტური ექსპერტული შეფასება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, საგულისხმო და  საჭირო”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები