კასპის მერიაში სივრცითი დაგეგმარების შესახებ ტრენინგი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვეტიციო გეგმების შემუშავების შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც თამარ ხოშტარია უძღვებოდა.

პროექტი მოიცავს შემდეგ სფეროებს: სივრცითი დაგეგმვა, აქტივების მართვა და კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვა.

სივრცითი დაგეგმვა გულისხმობს თუ როგორ უნდა აღირიცხოს მიწის გამოყენება, როგორ  იგეგმება მიწათსარგებლობის ცვლილებები  და როგორ შეუძლია დაგეგმარებას ადგილობრივი თემის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

აქტივების მართვაში იგულისხმება მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ყველა შენობის/ქონების და სხვა მსხვილი აქტივების (როგორიცაა დანადგარები და მანქანები) დადგენა, რეგისტრაცია და აღრიცხვა მუნიციპალიტეტების მიერ. ამას მოყვება აღნიშნული აქტივების სწორი ექსპლუატაციისთვის, გაუმჯობესებისთვის ან ჩანაცვლებისთვის საჭირო გეგმების შემუშავების საკითხი.

კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვა კი გულისხმობს თუ როგორ ადგენს მუნიციპალიტეტი ინვესტიციის წყაროს და როგორ სახავს გეგმებს ყველაზე ხელსაყრელი არჩევანის გასაკეთებლად ახალ აქტივებში ინვესტირებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), „რეგიონული  და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ ფარგლებში, ახდენს ინვესტირებას ადგილობრივი თვითმმართველობების საინჟინრო-ტექნიკურ  ინფრასტრუქტურაში. ამავე პროექტის ფარგლებში უწევენ საკონსულტაციო მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად და მათი საკუთარი შესაძლებლობების გასავითარებლად.

პროექტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და მსოფლიო ბანკი აფინანსებს.  პროექტი ნიდერლანდური კომპანია Ecorys-ის მიერ PMCG-სა და GeoGraphic-თან (ქართული კომპანიები) თანამშრომლობით  ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები