საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატად საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა. ლომჯარიას წარდგენას ხელს აწერს: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოგი მეშველიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები