გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პილუმ შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქტიური თანამშრომლობა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან არსებულ პარტნიორობას, რომელიც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით განვითარდა. აღინიშნა, რომ EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო ლიდერია და ევრობანკს საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან თანამშრომლობის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აკავშირებს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ის თანხვედრაშია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ქვეყნის სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

ყურადღება დაეთმო საქართველოს მიღწევებს ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს EBRD-ის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის – ინვესტორთა საბჭოს შესახებ, რომელიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა „აბრეშუმის გზის ფორუმის” პარტნიორობისთვის, რომელიც თბილისში 28-29 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები