ეკა ბესელია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, როზარია პუილისის შეხვედრისას, უსაფრთხოების კუთხით, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებების არსი განიხილეს. უსაფრთხოების მიმართულებით უკვე განხორციელებულ რეფორმებზე მსჯელობისას, ეკა ბესელიამ უცხოელ სტუმარს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის ინსტიტუციური ცვლილებები გააცნო და ამ მიმართულებით, ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როზარია პუილისთან შეხვედრაზე ის კონსტიტუციური რეფორმები განვიხილეთ, რომლის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე და ძალოვან სტრუქტურების იმ ახალ სტანდარტებზე, რომელსაც პარლამენტი უსაფრთხოების კუთხით ავითარებს. ოფისის წარმომადგენლს ის ცვლილებებიც გავაცანი, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლებში განვახორციელეთ, როდესაც შსს და უსაფრთხოების სამსახური გაიყო. სტუმართან სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ, რომლებიც  საკონტროლო ფუნქციის გაძლიერებას და საპარლამენტო მანდატის ეფექტურად გამოყენებას ეხება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები