მამუკა მდინარაძე: მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაციაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია არ იყოს.
მდინარაძე განმარტავს, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაციაა და რა თანხა დაიზოგება, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა განხილვის დროს დასვამს კითხვებს.
„ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტების განხილვა როდესაც დაიწყება, მთავრობის წარმომადგენლებთან კითხვები აუცილებლად გვექნება. მათი წინასწარი პოზიცია ვიცით, ისინი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე დასაზოგი ხარჯები ძნელად დათვლადია და როდესაც უკვე ჩაშლა მოხდება ამ ცვლილებების, პასუხის გაცემა უფრო კონკრეტულად შეეძლებათ. თუმცა, ეს კითხვები, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, აუცილებლად დაისმება. მოვლენების არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ გამომივიდეს, რეალურად გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია არ იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ბიუროს სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები