თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე, „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი” მისასალმებელი სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი მისასალმებელი სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა. ერბოლატ დოსაევი ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.

1987 წელს დაამთავრა რესპუბლიკის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა პანსიონი ალმა-ატაში. ასევე, დაამთავრა ალმატის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მოსკოვის ბაუმანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.

1997 წელს იყო ბანკის TuranAlem საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ATF ბანკის საბჭოს თავმჯდომარე;

1998 წელს იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;

1998 წელს – ყაზახეთის ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე;

2000 წ.  – ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

2001-2003 წლებში – ყაზახეთის რესპუბლიკის სააგენტოს თავმჯდომარე, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მცირე ბიზნესის კონკურენციისა და მხარდაჭერის საკითხებში.

2003-2004 წლებში – ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;

2004-2006 წწ. – ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი;

2006-2012 წწ. – KazInvestBank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ყაზახეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი, ყაზახეთის ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრი და ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი.

2016-2017 წწ. –  ეროვნული ჰოლდინგის Baiterek თავმჯდომარე.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/242-he-erbolat-dossaev

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები