მეტროსადგურ “დიდუბეში” ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს ლიანდაგში ჩავარდა

თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბეში“ ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს ლიანდაგში ჩავარდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, რის შედეგადაც, მეტროპოლიტენში გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. რის შემდეგაც, იგი პოლიტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, ამ დროისათვის მოძრაობა შეზღუდულია დიდუბე-გურამიშვილის მიმართულებით.

მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მეტრო მგზავრებს მხოლოდ, ვაგზლის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით და პირიქით, ემსახურება.

ხოლო ვაგზლის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები