გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ სტეფან ლუვენს შეხვდა.

მთავრობის ადმინსტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის განსახილველ თემებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. აღინიშნა, რომ 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, შვედეთთან სავაჭრო ბრუნვა 38,5%-ით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრმა შვედ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ.
მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები