პროკურორი: გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული

“ამ ეტაპზე, მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა“ – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის განმარტებით, გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული.
„გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული. ბრალდებულს ბრალად ედება, რომ მან ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რომელ ორგანიზაციაში იყო ეს პირი გაწევრიანებული და სად იგეგმებოდა დანაშაული, პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს გამოძიების ინტერესი და მიზანშეუწონელია, რომ ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს.
ამასთან, იყო თუ არა სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევი, პროკურორი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისი ექსპერტიზები და ამ ეტაპზე პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.
სასამართლოში სპეცოპერაციის დროს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები