ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დღე იძლევა იმის საშუალებას, რომ აკადემიური ფორმით ვისაუბროთ ცვლილებებზე

თბილისში, პარლამენტის პლენარულ დარბაზში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, რასაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა იძლევა იმის საშუალებას, რომ აკადემიური ფორმით გაიმართოს საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში.
”ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, აქ წარმოდგენილი ხართ წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, აკადემიური ფორმით ვისაუბროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ქმნის სამართლებრივ ფუნდამენტს ჩვენი მმართველობისა და სახელმწიფო სისტემისთვის და ბუნებრივია, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ფართო დისკუსიის წარმართვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანისთვის. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ აკადემიური ტიპის განხილვები მოგვეწყო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს უკვე იმის საშუალება გვაქვს, რომ ერთიანად განვიხილოთ რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შეკრებილ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები