საგარეო უწყება: ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოშვება რეადმისიის ფარგლებში მოხდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიიდან არალეგალურად მცხოვრები საქართველოს 7 მოქალაქის გამოშვება რეადმისიის ფარგლებში მოხდა.

როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავსტრიიდან საქართველოს 7 მოქალაქის გამოშვება, დეპორტით არ განხორციელებულა.

”ეს არ იყო დეპორტი. რეადმისიის ფარგლებში, მოხდა იქ არალეგალურად მცხოვრები ქართველების გამოშვება. 7 მოქალაქის დაკავება მოხდა და, რეადმისიის ფარგლებში, ისინი დააბრუნეს საქართველოში”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქების ავსტრიიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები