თამარ ჩუგოშვილი: მგონი, არ ვაცლით ძალოვნებს მუშაობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ძალოვნებს, ასეთი მძიმე შემთხვევების გამოძიებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა უდნა მიეცეთ.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსებს, მგონი, არც უნდა სთხოვოთ შეფასება და შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები. ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მწუხარებას გამოვთქვამ გმირი სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. მე მგონი, არ ვაცლით მათ მუშაობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა და ერთი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები