ადვოკატი: რუსეთის მოქალაქე ტერორიზმთან რაიმე კავშირს უარყოფს

ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტერორიზმთან კავშირს უარყოფს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაკავება სპეცოპერაციამდე მოხდა იმავე ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

”ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ტერორიზმთან რაიმე კავშირს უარყოფს. საქმეში მტკიცებულებები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. იყენებს დუმილის უფლებას. მისივე განცხადებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ეს პიროვნება არის დაკავებული მანამდე, მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია”, – განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები