ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნა

ბელგიაში, ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნა. მიმდინარე სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან. სხვა ლიდერებთან ერთად, სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

გიორგი კვირიკაშვილი“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.

სამიტში ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მონაწილეობას არ მიიღებს.

სამიტის ფარგლებში განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ძლიერი ეკონომოკა, ძლიერი მმართველობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცება. აღნიშნული მიზნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაწერილ იმ 20 საკითხს შორისაა, რომელიც 2020 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.

სამიტის დასასრულს საბოლოო დეკლარაციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები