სოფო კილაძემ დასაქმების მექანიზმის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღო

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” დასაქმების მექანიზმის შესახებ მომზადებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება” მხარდაჭერით, პროგრამის ახალი კომპონენტის – „დღის წესრიგი 2030 მოთხოვნების გათვალისწინება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში საქართველოში”, – ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტი პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) კონსულტანტთა ჯგუფის მიერ შემუშავდა.

საჯარო განხილვაზე მოწვეულები იყვნენ დასაქმების მექანიზმზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე კვლევის ფარგლებში გამოვლენილი, საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და დასაქმების აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ეფექტები განიხილეს.

ასევე, შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისგან დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნების, რეკომენდაციების და მოსაზრებების გაზიარება წარმოადგენდა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო მუშაობა ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა საზოგადოების ფართო ნაწილის მაქსიმალური ჩართულობა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს დასაწყისს, რომელიც თავისი შედეგებით ასახვას ჰპოვებს შემდგომ სამუშაო პროცესებში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები