შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული კ.მ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები