ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

0

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი