ყაზბეგის გამზირზე Q-Net-ის სარეკლამო ბანერზე საქართველოს რუკას აფხაზეთი „ჩამოჭრილი“ აქვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ოთო ტაბატაძე სოციალურ ქსელში თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებულ ბანერს აქვეყნებს.
ბანარზე განთავსებულ საქართველოს რუკას აფხაზეთი „ჩამოჭრილი“ აქვს. „Q-Net”- ის შესახებ არაფერი მსმენია, შესაძლოა კარგი კომპანიაც იყოს, მაგრამ სარეკლამო ბანერზე, რომელიც ყაზბეგზე (დელისის მიმდიბარედ) გამოფინეს, საქართველოს რუკაზე აფხაზეთის დატანა გამორჩათ, ალბათ, ფაციფუცში.
თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე რომ ამას დაკიდებ და კითხვაც არავის გაუჩნდება – სიდებილისა და სიჩლუნგისკენ წასული მგონია უკვე ჩვენი მოქალაქეობრივ-ეროვნული შეგნება. საცოდავები, ანუ დაგვერხა“,-წერს ოთარ ტაბატაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები