თურქეთში, ქართველი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თურქეთის ქალაქ კონიაში 14 წლის ქართველი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი ოჯახი ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში დაუპირისპირდა და ერთმანეთს სახლების დაწვაში ადანაშაულებდა.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის განყოფილების ეზოში მოხდა.
ჩხუბის დროს მეორე 13 წლის მოზარდმა დაურეგისტრირებელი იარაღიდან გაისროლა და თავისი თანატოლი დაჭრა. ჭრილობა ფეხისა და მუცლის არეში მიაყენა.
ინციდენტის შედეგად, მხარში ქართველი მოზარდის დეიდაც დაიჭრა.
იარაღიდან გასროლის შემდეგ 13 წლის ბიჭმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები