საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი გელა ბეჟუაშვილი, ხვალ, 21 ნოემბერს, 15:00 საათზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

მემორანდუმის მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის სფეროში ეფექტური ღონისძიებების ჩატარება. მემორანდუმის საფუძველზე მოხდება როგორც მუზეუმის პოპულარიზაცია – გამოფენების მოწყობა, ისე ფონდის მიერ განათლებისა და მეცნიერების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების ხელშეწყობა: ისტორიულ ძეგლებსა და ბუნებაზე ზრუნვა, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანმრთელი წესის სწავლება და დამკვიდრება.

მემორანდუმის შემდეგ დავით ლორთქიფანიძე შეხვდება  „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს და სპეციალურად მათთვის გამართავს ლექციას.

მემორანდუმს ხელი ევროპულ სკოლაში მოეწერება, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, 34 ნომერში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები