თიბისი არტ გალერეაში ქეთევან ფერაძის პროექტ TERRA MATER პრეზენტაცია შედგება
თიბისი არტ გალერეაში, 21 ნოემბერს, ქეთევან ფერაძის პროექტ TERRA MATER პრეზენტაცია შედგება. ექსპოზიციაში წარმოდგენილია 23 სურათი, ობიექტი და ინსტალაცია, რომლის შესაქმნელათაც ხელოვანმა ხე, მინა, რკინა-ვერცხლის, ბრინჯაოს, სპილენძის, ალუმინის ფხვნილები და ნატურალური პიგმენტები – ფირუზი, მალაქიტი, ლაზურიტი, და სხვა გამოიყენა.
„ახალი პროექტი TERRA MATER – სივრცობრივი კომპოზიციაა, სადაც შეგნებულად გამოვიყენე მიწის გულიდან ამოღებული სიმდიდრე“,- ამბობს ქეთევან ფერაძე.
გამოფენა 21 ნოემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე გაიხსნება და 20:00-მდე გაგრძელდება. გამოფენა კი არტგალერეაში 2018 წლის 21იანვრამდე დარჩება.
ცნობისთვის, თიბისი არტ გალერიის მისამართია, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, მარჯანიშვილის 7 ნომერი.
R