“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სოციალური კამპანია დაიწყო

0

19 ნოემბერს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ახალ მზიურში ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა.
კამპანიის წარდგენას პროექტის მხარდამჭერი საზოგადოებისთვს ცნობილი სახეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე gwp-ის მიერ მომზადებული ახალი სოციალური კლიპის პრემიერა გაიმართა. კამპანიაში ჩართულმა ადამიანებმა, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის ძირითად კონცეფციაზე ისაუბრეს.
სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს სახე ახალი თაობის მსახიობი რუსკა ქარქაშაძეა. ამ ეტაპზე, კამპანიის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაკე-საბურთალოს ყველა სკოლაში ჩაატარა საგანმანათლებლო ტრენინგი, ხოლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ეტაპზე შერჩეული სკოლების მოსწავლეები უკვე საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან.
კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მყარი საფუძვლის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდი თაობის მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბებას“ – აცხადებს ეკა ბერიძე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კომუნიკაციების დირექტორი.
კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს _ არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და მასზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს.

R

კომენტარები

კომენტარი