ირაკლი ხმალაძე ოპოზიციას – „ნუ ცდილობთ, ჩირქი მოსცხოთ მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი“

“9 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიყავით საჯარო მოხელეები და კეთილსინდისიერად ვემსახურებოდით ჩვენს საქმეს” – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობის ახალი გუნდი არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული და აქვს ყველანაირი უნარი, რაც დედაქალაქის გამოწვევებს სჭირდება.
“9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით საჯარო მოხელეები და კეთილსინდისიერად ვემსახურებოდით ჩვენს საქმეს. სისტემა როგორი იყო, სხვა თემაა. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ნუ ცდილობთ, რომ ამ ფაქტით, ჩვენ რომ ვმუშაობდით 2007-ში, 2008-ში, ჩირქი მოსცხოთ მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ეს არის პროფესიონალების და კვალიფიციური ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც შესწევს ყველანაირი უნარი და აქვს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება დედაქალაქის გამოწვევებს”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები