რომის პაპს ექსკლუზიური „ლამბორჯინი“ აჩუქეს

ლუქს კლასის ავტომობილების კომპანია „ლამბორჯინიმ“ უნიკალური ავტომანქანის მოდელი „Huracan“ შექმნა და რომის პაპს, ფრანცისკს აჩუქა. საჩუქრის გადაცემა პაპის და კომპანიის ხელმძღვანელების შეხვედრის დროს მოხდა.
როგორც ვატიკანის წარმომადგენლები აცხადებენ, ავტომობილს „სოთბის“ აუქციონზე გაყიდიან, ხოლო მიღებული თანხა მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. მათ შორის, მოხდება ერაყში იმ განადგურებული არეალის აღდგენა, სადაც ისტორიულად ქრისტიანები ცხოვრობდნენ, რათა მათ იქ დაბრუნება შეძლონ. ასევე, თანხის ნაწილი მოხმარდება იმ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც პროსტიტუციის მსხვერპლნი გახდნენ.
„ლამბორჯინი“ არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც რომის პაპს სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად გადასცა. რამდენიმე წლის წინ, ვატიკანს ძვირადღირებული მოტოციკლი „Harley-Davidson“–ი აჩუქეს, რომელიც შემდგომ, ასევე, აუქციონზე გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები