მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკის“ პრემიერა გაიმართება

15 და 16 ნოემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში, გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკის“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლის შესახებ: ადამიანის მიერ მიღებული ნებაყოფლობითი გადაწყვეტლებები არის კი თავისუფალი?! მოაქვს კი შედეგი ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში ჩარევას, ან ცვლის თუ არა ისტორიას წინასწარ დაგეგმილი ქმედებები?! თუ უკვე ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული?! ყოველგვარ კოლექტიურს რომ თავი დავანებოთ, რა არის ის, რაც ჩვენში ცრუობს, ქურდობს და კლავს ყველაფერს?!

რეჟისორი – ავთანდილ დიასამიძე; სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – ავთანდილ მოდებაძე; კომპოზიტორი – გიორგი კობერიძე; ქორეოგრაფი – ლანა ყავრელიშვილი; ანიმაცია – პეტრე თომაძე; ვიდეო პროექცია – ზაკო; რეჟისორის თანაშემწე – თამარ ფრუიძე.
მოქმედი პირნი და შემსრულებლები: ვოიცეკი – ბექა გოდერძიშვილი; მარი -ანკა ვასაძე; უფროსი – ზაზა იაქაშვილი; ექიმი – ზაზა სალია; ანდრე – გიორგი ხურცილავა; ტამბურმაიორი – ნიკა ჩხაიძე; მცველი – გიორგი ჩაჩუა;  მუსიკოსი – დაჩი ბობოხიძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები