სინგაპურში მატარებლების შეჯახებისას 25 ადამიანი დაშავდა

სინგაპურში 2 მატარებლის ერთმანეთთან შეჯახებისას, 25 ადამიანი დაშავდა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ე.წ ყვითელი ხაზი გადატვირთული იყო, ამასთან, ერთ-ერთ მატარებელს “სიგნალი” არ უმუშავებდა.
სატრანსპორტო საშუალების კომპანიამ, ინციდენტის ადგილზე, რამდენიმე ავტობუსი გაგზავნა, რომლებიც მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები