გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა

“ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა” ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა.
დოკუმენტში ტერორიზმის კუთხით 163 ქვეყენაში არსებული სიტუაციაა შეფასებული.
საქართველო ანგარიშში 77-ე ადგილზე მოხვდა. მაქსიმალური ათი ქულიდან 2.114 ქულა აქვს მინიჭებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი გაუარსებულია 0.857 ქულით. შარშან ამავე რეიტინგში საქართველო 87-ე ადგილზე იყო.
საქართველო ასევე ნახსენებია იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ან მასთან აფილირებული პირები იმყოფებიან.
პირველ ადგილზე ინდექსში არის ერაყი, მას მოსდევს ავღანეთი, ნიგერია, სირია და პაკისტანი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს მსოფლიოს 77 ქვეყანაში ტერაქტების შედეგად 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
რაც შეეხებათ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი მეცხრე ადგილზეა, რუსეთი რეიტინგში 33-ე პოზიციას იკავებს, სომხეთი – 75-ეს, ხოლო აზერბაიჯანი – 95-ეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა უკრაინაშია, ის ინდექსში 17-ე ადგილს იკავებს.
ანგარიშის მიხედვით, ევროპას 2016 წელი ტერაქტების კუთხით ბებერი კონტინენტისთვის რეკორდული აღმოჩნდა. სულ დაფიქსირდა 630 თავდასხმა, რომელთაც 826 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობაა საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, გერმანიასა და ბელგიაში. აშშ გლობალური ტერორიზმის რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.
„ეკონომიკა და მშვიდობის ინსტიტუტი“ 2007 წელს დაფუძნდა. მას ოფისები სიდნეიში, ნიუ-იორკში და მეხიკოშიც აქვს. ინსტიტუტი, ანალიტიკურ ცენტრებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები