თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი ჟანგი იქნება

0

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის (CAREC 2030: Connecting the Region for Shared and Sustainable Development) მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი ჟანგი იქნება. ის, ასევე სპიკერი იქნება პანელებზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“.

უენჩაი ჟანგმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. იგი პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის დეპარტამენტსა და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ საქმიანობაზე.

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ჟანგი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.

2004 წლიდან უენჩაი ჟანგი იყო ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, სადაც სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფთან მუშაობდა, მათ შორისაა: საერთაშორისო ფორუმი G20, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN + 3) და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა.

2007-2009 წლებში იგი იყო აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, ბიუჯეტის განხილვის კომიტეტის თავმჯდომარე და ეფექტური განვითარებისა და ეთიკის კომიტეტების დირექტორთა საბჭოს წევრი.

1993-1996 წლებში ჟანგი  ჩინეთის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა მსოფლიო ბანკში.

1989 წლიდან იგი იკავებდა წამყვან თანამდებობებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში, მუშაობდა სესხის პროგრამების, ტექნიკური დახმარების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ზედამხედველობით  საკითხებზე.

ჟანგი ფლობს ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დოქტორის ხარისხს ფინანსებში და ნანკაის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკაში.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/182-wencai-zhang

კომენტარები

კომენტარი