მიხეილ დუნდუა: მოქმედი ხელისუფლება, წინამორბედთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია

ეკონომიკის ექსპერტ მიხეილ დუნდუას თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ 4 წელიწადში გამოყოფილი ყველა რესურსი 162 მილიონით ნაკლებია, მის წინამორბედთან „ნაციონალურ მოძრაობასთან” შედარებით.
როგორც დუნდუამ აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებები მისასალმებელია და მთავარია, შემდეგ ეტაპზე რესურსის ეფექტიანად გამოყენება მოხდეს.
„თუ სახელმწიფო მმართველობის მთლიან გამოშვებას ვიგულისხმებთ, ესაა: შრომის ანაზღაურება, შუალედური მოხმარება, ანუ ყველა რესურსი, რომელიც იყო გამოყენებული სახელმწიფო მმართველობისათვის 4 წელიწადში 2013-2016 წლებში 162 მილიონით ნაკლები იყო, 2009-2012 წლებთან შედარებით. „ქართული ოცნების“ პირველი ოთხი წელიწადი უფრო ეკონომიური იყო, ვიდრე 2009-2012 წელი – „ნაციონალური მოძრაობის“. 2017 წელს ბიუჯეტის რესურსების დაზოგვის აქტიური ფაზა მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია, რომ 2017 წელი უფრო ეკონომიური იქნება, ვიდრე 2016 წელი, შესაბამისად, მისასალმებელი ბიოროკრატიული რესურსების შემცირების გეგმა. დანაზოგების ფორმირება, რესურსის ეფექტიანი გამოყენება მთავარია, რომ მიზანი რეალურად განხორციელდეს. თუ როგორ განხორციელდება რეფორმა, როგორი იქნება სტრუქტურული ცვლილებები, თავად ვნახავთ. შემცირებული ბიუროკრატია კი, ეკონომიკაზე პოზიტიურ შედეგს მოახდენს“, – განაცხადა დუნდუამ.
სხვა სამთავრობო ცვლილებების თანახმად, შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტზე წარდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის სამინისტროს დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე, განათლების მინისტრად კი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნება, შეიქმნა ასევე ახალი სტრუქტურული ერთეული – შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები