თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ისნისა და სამგორის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I, II, V მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, თრიალეთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ხომლელის, ხარაბაძის, ორბელების, ქობულაძის, ჯიქიას, ანდღულაძის, კაკაბეთის, მესხეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ტატიშვილის, ანთიმოზ ივერიელის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუსინიანის, ბოდბეს, იალბუზის და იორის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, უჯარმის, დოლაბაურის, კაჭარავას და პატარძეულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის, კიკეთის და ბეთანიის მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები