შსს: ბრალდებული თურქულ ბარში გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა (ვიდეო)

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები