უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილის შვილი არავის დაუკავებია

მიხეილ სააკაშვილის შვილი აეროპორტში არავის დაუკავებია, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა. მისი თქმით,
11 წლის ნიკოლოზი უკრაინასი შეუფერხებლად შეუშვეს.

“არანაირი შეზღუდვები არ გამოგვიყენებია 11 წლის ბავშვთან მიმართებაში, რომელიც თბილისიდან ჩამოფრინდა და რომელსაც არავინ დახვდა. ზომები მივიღეთ გადაყვანის სახით, ვიდრე არ მოვიდოდა პირი, რომელიც მას ხვდებოდა”, – განაცხადა სლობოდიანმა.

მისი თქმით, როგორც კი სააკაშვილი აეროპორტში მოვიდა, მას შვილი გადასცეს.

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ მისი 11 წლის შვილის უკრაინის აეროპორტში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები