მიხეილ სააკაშვილი: როგორც იქნა გადმომცეს ჩემი შვილი

როგორც იქნა, ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით გადმომცეს ჩემი შვილი, გეგონება ბანდეროლი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, სანამ აეროპორტში იმყოფებოდა, სხვა მგზავრებისგან კანონის დარღვევის ბევრი სხვა ისტორია მოისმინა.

„უკანონობა მარტო მე რომ მეხებოდეს, ასე საჯაროდ არ ვუპასუხებდი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავდათ დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები