მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს-მისი 11 წლის შვილი დააკავეს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს.
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი, რომელიც სააკაშვილის შვილს გასამგზავრებლად აცილებდა, კიევის აეროპორტში მესაზღვრეებმა დააკავეს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მისთვის უცნობია, როგორც დაცვის ასევე შვილის ადგილსამყოფელი. ექს-პრეზიდენტის ინფორმაციით, 11 წლის ნიკოლოზ სააკაშვილს ერთ საათზე მეტია უშედეგოდ ეძებენ.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიენტს პეტრო პოროშენკოს მიმათავს.

“სად არის ჩვემი შვილი, მივმართავ პოროშენკოს. შენ მოგწონება შენ შვილს რომ ასე მოექცნენ?! დამიბრუნე სასწრაფოდ შვილი“ – აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

https://www.youtube.com/watch?v=o7xU04XARRo

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები