კახა კალაძე “სითი პარკზე”: არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი

“სითი პარკის” წარმომადგენლები, არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ. იქნება სამართლებრივი გზით ბრძოლა , – ამის შესახებ დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიახლე ამაში არაფერი არაა და ამაზე წინასაარჩევნოდაც საუბრობდა.

“სიახლე არაფერი მითქვამს. მე ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც. იქნება სამართლებრივი გზით ბრძოლა. არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე „სითი პარკის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ ის სტატისტიკა, რომელზეც თბილისის არჩეულმა მერმა ისაუბრა და რომლის მიხედვით, „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების შემდეგ 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდაა გამოტანილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები